ლევან მახაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე და რეგიონში განვითარებული მოვლენები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში „შუა დერეფნის“ როლის მნიშვნელობას, რაც გააძლიერებს შავი ზღვის დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედის, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალში ბულგარეთმა 2025 წლის პირველ ნახევარში პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე საპარლამენტო თანამშრომლობას, მათ შორის, საკომიტეტო და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა გამოხატა.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
1757517741
მსოფლიოსაპროტესტო აქციების ფონზე, პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, ამ დრ...
1757515764
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ბედი წყდება საარჩევნო უბნებზე და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, რამდენიც უნდათ, იარონ
რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გა...
1757514082
ახალი ამბებისაოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს. სახელმწიფო...
1757513450
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შეს...
1757512386
მსოფლიომარკ რუტე: ნატო რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს. ნატოს გენერალ...