თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება

 დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 14:00 საათიდან 14 სექტემბრის 23:30 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

ასევე, 15 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე სრულად შეიზღუდება მოძრაობა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიის ქუჩაზე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

შეზღუდვის პერიოდში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით შეძლებენ. ხოლო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

18 სექტემბრის 23:00 საათიდან 23 სექტემბრი 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

17 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე, ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით ამომსვლელ პანდუსზე.

ამ დროს, გორგასლის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ როგორც სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზისა და თუმანიანის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

აღნიშნულ პერიოდში, ცვლილებები განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში. კერძოდ, მშრალი ხიდის შეზღუდვისას, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი N320 და N323 ავტობუსების მარშრუტები, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ - ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს. შემდეგ, ავტობუსის N320 მარშრუტი, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით, N323 მარშრუტი, კი გააგრძელებს სვლას ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი N536 და N550 მიკროავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, N536 მარშრუტი ბარათაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ნოე ჟორდანიას სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს, რის შემდეგ გოგიბერიძის ქუჩით ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. N550 მარშრუტის მოძრაობის სქემა უკუმიმართულებისას უცვლელი დარჩება.

ევროპის მოედნის მიმართულებით შეზღუდვის პერიოდში მოძრავი ავტობუსის N301, N310, N331, N345, N350 და N371 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით და თავისუფლების მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. იტალიის და ვირსალაძის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვისას, ავტობუსების N326, N342, N331 და N397 მარშრუტები ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის და პუშკინის ქუჩების გავლით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757521851

ახალი ამბები

შსს-მ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუ...

შსს

1757521041

საზოგადოება

GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ჯარს 93%-იანი ნდობა აქვს, პოლიციას 77%, მერიას ასევე 77%, მთავრობას 74%, პარლამენტს 67%, პრეზიდენტის ინსტიტუტს 65%, სასამართლო სისტემას 60%

 GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კითხვაზე - რამდენად ენდობით შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯარს აქვს 93 პროცენტიანი მხარდაჭერა და ის უპირობო ლიდერია ი...

GORBI

1757520978

საზოგადოება

GORBI: კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილ...

გორბი

1757519357

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ უ...

გია ვოლსკი

1757517741

მსოფლიო

საპროტესტო აქციების ფონზე, პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 პარიზში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, ამ დრ...

პარიზში