ლევან მახაშვილი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ფუნქციები იყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი, პროკურატურა ასეთი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილია

„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად ხორციელდებოდეს, ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია, როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე, ეფექტიანობით“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული უწყება 2018 წელს შეიქმნა და ხან მისი გაერთიანება მოხდა, ხან გაყოფა, რაც ევროკავშირთან კავშირში არ არის.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით არ არსებობდა არგუმენტები, როგორც ამ უწყების არსებული ფორმით დატოვების, ასევე, სხვა უწყებასთან გაერთიანების ან გენერალურ პროკურატურაში დაბრუნების თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ორი პრინციპით მივიღეთ – რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ინსტიტუტი კონსტიტუციურ წყობილებას და ასევე, რამდენად ეფექტიანად ახორციელებს თავის საქმიანობას. ამ შემთხვევაში, საუბარი იყო კონსტიტუციური წესწყობილების აღდგენაზე, რადგან ამოგლეჯილია მისი ფუნქციები პროკურატურის ფუნქციებისგან. ეს უწყება 2018 წელს შეიქმნა და ხან მისი გაერთიანება მოხდა და ხან გაყოფა. ეს ევროკავშირთან კავშირში არ არის. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად ხორციელდებოდეს. ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია, როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე, ეფექტიანობით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1747746565
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747746264
საზოგადოებალევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...
1747744869
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია
თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...
1747743013
ახალი ამბები„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო
მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს...
1747742848
საზოგადოებაალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს
რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...