მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან სჭირდება გაფრთხილება.

„ევროინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ, თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება იმ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც სჭირდება, ვნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ხშირად, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორმაგი სტანდარტებით აფასებენ.

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არც ერთი ევროპული ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, პარტიების აკრძალვისას სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ეს არის მათთვის გამართლება. როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი საფუძვლები, ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოშიც უნდა იყოს აღნიშნული პრაქტიკა გამოყენებული, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ საკითხის გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხზე იყო ერთსულოვნება, არც ეს საკითხი მიღებულა ევროკავშირის წევრების მხრიდან ერთხმად იმიტომ, რომ ცხადია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, ჯანსაღი აზრი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით. სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747228145

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,...

შოთა ბერეკაშვილი

1747227064

საზოგადოება

პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-64 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აგად...

 ზურაბ ზურაბიანი

1747227017

სპორტი

პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და...

ზვიად გოგოჭური

1747225015

მსოფლიო

„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა

რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გან...

რომის პაპი

1747222737

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას...

გენ პროკურატურა