პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის განზრახ მკვლელობის და ნარკოტიკული დანაშაულებისთვის ძებნილებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747230077
ახალი ამბებიდააკავეს მძღოლი, რომელმაც ავარიული სიტუაცია შეუქმნა მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე...
1747229550
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოც...
1747228507
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7436 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7440 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747228145
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,...
1747227064
საზოგადოებაპარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-64 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აგად...