„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა

რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება Le Monde.

ლეო XIV-მ განაცხადა, რომ წმინდა საყდარი მზად არის, „მტრებს საშუალება მისცეს, შეხვდნენ და ერთმანეთს თვალებში ჩახედონ“, რათა ადამიანებმა მშვიდობის იმედი დაიბრუნონ. კერძოდ, პონტიფიკოსმა თავის გამოსვლაში ახსენა უკრაინა და რუსეთი, ასევე, სირია, ლიბანი, ახლო აღმოსავლეთი, ტიგრაი, ეთიოპია და კავკასია.

პაპმა ძალადობა დაგმო და მშვიდობის მისაღწევად მუშაობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა გავრცელდეს. ხალხს მშვიდობა სურს და გულზე ხელის დადებით ხალხის ლიდერებს ვეუბნები: მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ!“, - განაცხადა ლეო XIV-მ. 

რომის პაპმა დასძინა, რომ ომი „არასდროს არის გარდაუვალი“ და რომ იარაღი შეიძლება და უნდა იყოს გაჩუმებული, რადგან ის ყოველთვის ამწვავებს პრობლემებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747230077

ახალი ამბები

დააკავეს მძღოლი, რომელმაც ავარიული სიტუაცია შეუქმნა მანქანას, რომელიც მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე...

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა

1747229550

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოც...

ალექსანდრე მაისურაძე

1747228507

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7436 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7440 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1747228145

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,...

შოთა ბერეკაშვილი

1747227064

საზოგადოება

პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა (-64 კგ. კატეგორია J2) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი აგად...

 ზურაბ ზურაბიანი