მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.

დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმატში მონაწილეობაზე უარს გულისხმობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ფორმატს უწოდებს 3+2-ს, რადგან საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი, თუმცა მას მაინც ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ.

„ამ ფორმატს ვუწოდებდი 3+2-ს, რადგანაც საქართველო არ არის ფორმატის ნაწილი, მაგრამ მას ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ. საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა. საქართველოს ორი რეგიონი რჩება ოკუპირებულად რუსეთის ფედერაციის მიერ და ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიუღებელი სამხედრო წარმომადგენლობა ამ რეგიონებში, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. სხვა მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კარგი თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები გვაქვს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ათწლეულების განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.

„რეგიონში მრავალფეროვნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნების შესაძლებლობა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შეიძლება, განსხვავებულები ვართ ბევრი კუთხით, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საგარეო პოლიტიკას, გვიწევს თანამშრომლობა. საქართველო ათწლეულებია მისდევს ევროპულ ინტეგრაციის გზას. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ამან მოგვცა საშუალება, საქართველოს კანონმდებლობაში მეტი ევროპული სტანდარტი შემოგვეტანა და უფრო მეტ თანხვედრაში მოვსულიყავით ევროპის ეკონომიკურ ზონასთან. ეს ასევე არის აქტივი, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეზობლებთან თანამშრომლობისთვის ამ კუთხითაც და შევიტანოთ წვლილი მეტ რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744475596

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

 ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...

ვახტანგ ლოლუა

1744470972

ახალი ამბები

მიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით,  ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...

გივი მიქანაძე

1744467119

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1744467023

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1744466922

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება,...

ირაკლი კობახიძე