პატრიარქი: იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგენა და აღორძინებაც, ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

„ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

„დღეს არის უფლის მეგობრის, 4 დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, - თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა.

X ს-ის მოღვაწის, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

ლაზარეს აღდგინების მეორე დღეს, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მიმავალ მაცხოვარს მთელი ხალხი მიწაზე ყვავილებს, თავიანთ სამოსელს, პალმის (ბაიას) რტოებს უფენდა და ჩვილი ბავშვებიც, უფროსებთან ერთად, ხმამაღლა სიხარულით გალობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“

ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.

იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ.

ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“ - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744488863

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესა...

ზოგადი

1744485353

ახალი ამბები

მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, კიდევ ვეუბნები - ვისი სისხლი გინდა, მოისვენე, რა

„რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მე...

უკრაინა

1744484469

სპორტი

რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 77 კგ წონით კატეგორიაში ზოიძემ ფინალამდე ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (7:1), ჩე...

რამაზ ზოიძე

1744482296

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

 ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1744479686

სპორტი

ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა

სამგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე სპორტული ღირსების ოქროს ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მათი...

ლაშა ტალახაძე