ჯეიჰუნ ბაირამოვი - ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა

ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობებია.

„აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის არის კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტეგრაცია. ვგულისხმობ, არა მხოლოდ ტრანსპორტს, ტრანზიტს, არამედ ასევე ენერგეტიკულ პროექტებს, ელექტროენერგიას, კაბელებს და ა.შ. ასე რომ, ეს არის რაღაც, რაც კარგი გაგებით ურთიერთდამოკიდებულს გხდით მეზობელ ქვეყნებთან.

ეს არის რაღაც, რაც წარმატებით განახორციელა აზერბაიჯანმა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა კორიდორზე, რაც მაგალითად, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად გააკეთა. ეს არის რაღაც, რითაც შევცვალეთ რეგიონის მთელი რუკა. ძირითადი ნავთობისა და გაზის მილსადენები, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორი, ყველაზე ბოლო მაგალითი. ეს არის რაღაც, რაც დადებითი იყო ჩვენი ხალხისა და საზოგადოებების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744475596

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

 ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...

ვახტანგ ლოლუა

1744470972

ახალი ამბები

მიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით,  ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...

გივი მიქანაძე

1744470434

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...

მაკა ბოჭორიშვილ

1744467119

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1744467023

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე