ალუდა ღუდუშაური: ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი - უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი

ეს იყო რეჟიმი, რომელიც განგრძობითად, სისტემურად უწყობდა ტერორს ჩვენს მოქალაქეებს, აუბედურებდა ოჯახებს. დიახ, კლავდა ადამიანებს, რაც ჩვენ შეგვიძლია, უკვე გამოკვეთილად ვთქვათ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი.
„მოქმედებდა სქემა, ამ სქემის სათავეში იყო პირდაპირ პოლიტიკური ვერტიკალი - სააკაშვილიდან დაწყებული მისი ხელის ბიჭებით დამთავრებული. მოვისმინეთ, თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლებს პირადი ინტერესებისთვის, რაც აბსოლუტურად გაუგონარია.
ტოლობის ნიშანი არის ფაშისტურ რეჟიმსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, გამოდის როგორც ფაშისტური რეჟიმის პირდაპირი ანალოგი - როგორც მას მომავალი ჰქონდა, ასეთივე მომავალი უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ანუ, უნდა გასამართლდეს, დაესვას წერტილი და უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
1744475596
სპორტიქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...
1744470972
ახალი ამბებიმიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...
1744470434
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...
1744467119
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...