მაკა ბოჭორიშვილი შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია

საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი სამშობლოს მშვენიერებას, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდების დამეგობრებას ერთმანეთთან,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, უცხოეთში მცხოვრებ, ქართველ მოზარდებთან შეხვედრისას, რომლებიც შაორის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობენ.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდა თანამემამულეებზე ზრუნვა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები, ისევე როგორც ზოგადად - ქართული დიასპორა ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყანა ცდილობს ერთიანი, მდგრადი პოლიტიკა განახორციელოს ჩვენი დიასპორის განვითარების და საქართველოსთან მათი მჭიდრო კავშირების შესანარჩუნებლად”- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი ახალგაზრდა თანამემამულეებს ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამებზე, მათ შორის ყოველწლიურ საგრანტო პროგრამაზე, რომელიც დიასპორის ჩართულობით, საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.
პროექტი „შაორის საზაფხულო ბანაკი უცხოეთში მცხოვრები მოზარდებისთვის“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, ხორციელდება და 80-მდე მოზარდს მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან და პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი ზარქუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა დიასპორელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს და ისაუბრეს იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომელსაც მათ აღნიშნული პროექტი აძლევს- შეიძინონ მეგობრები და უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო.
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.
1754143204
მსოფლიოაზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის,...