თინათინ რუხაძე: ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საგურამოში „ილიაობის“ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
თინათინ რუხაძის თქმით, კულტურის სამინისტროს მიზანია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სახლ-მუზეუმისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, შენარჩუნება და განვითარება.
2025-2027 წლების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სოფელ წიწამურთან მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლსა და ილიას მკვლელობის ადგილას აღმართულ ობელისკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია; ილიასეულ სამოურავოშენობაში, რომელსაც დღეს ადმინისტრაციული ფუნქცია აკისრია, მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე დროებითი გამოფენებისთვის; დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად; მოეწყობა კლიმატკონტროლის სისტემა, რომელიც სამუზეუმო ნივთებს შეუქმნის სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს; განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები; შემუშავდება მუზეუმის საგამოფენო სივრცის ახალი კონცეფცია; აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამუშაო ოთახებს თანამშრომლებისთვის, ფონდების საცავს, საკონფერენციო დარბაზს, საგანმანათლებლო ცენტრს; კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზო.
ღონისძიებას, რომელსაც სახლ-მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე უძღვებოდა, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
„ილიაობის“ დღესასწაული ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნების, ნახატების გამოფენით და საზეიმო კონცერტით აღინიშნა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.
1754143204
მსოფლიოაზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის,...