მალხაზ ჩემია ხიდაშელს: თინა, უსამშობლო ნაძირალა ხარ, თან გოიმი!
კონფლიქტოლოგი მალხაზ ჩემია სოციალურ ქსელში იხსენებს 2000-იანი წლების „მოღალატეობის მეტასტაზებს“, ქართულ არასამთავრობო სექტორში გაჩენილ აგენტურულ ქსელებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს, თინა ხიდაშელს ამხელს ქვეყნისთვის მოღალატეობრივ საქმიანობაში.
მალხაზ ჩემიას განცხადებით, ამჟამად თინა ხიდაშელი აგენტურულ საქმიანობას ასრულებს ტაივანის დავალებით, ქართულ-ჩინური ურთიერთობების დასაზიანებლად.
„მოღალატეობის მეტასტაზი. ვერიდები იმ ადამიანებზე აუგის თქმას, ვისთანაც ოდესმე მაინც რაიმე ურთიერთობა მქონია და პირადად ვიცნობ, მანამ სანამ გარკვეულ ზღვარს არ გადავლენ. 2001 წელია, ცხინვალის რეაბილიტაციის პროგრამით ვმუშაობ. დღედაღამ წლობით იქა ვართ, ეუთო და ევროკომისიის ჯგუფთან ერთად. პარალელურად, კონფლიქტოლოგიის ჯგუფშიც ვარ ჟენევის ფორმატში. დსთ და კავკასიის სამშვიდობო კოორდინატორიც ვარ არასამთავრობო ორგანიზაციით.
ისე მოხდა, რომ კავკასიის ქსელის მიმოწერა გამაცნო მეგობარმა კოლეგამ (სხვათა შორის რუსმა). მიმოწერა მიდიოდა ქსელის ევროპელ კურატორ , ლონდონელ „ინთერნეშნლ ალერტი“-ის კოორდინატორ გევორქ ტერ-გაბრიელიანსა და კავკასიის ქსელის ხელმძღვანელ X-თან. სადაც ეს МИМО დამთავრებული გევორქა ავალებდა ამ X-ს, გადაეცა ჯავახეთის და პანკისის ხეობის „სამშვიდობო“ მონიტორინგის არაოფიციალური მასალები ვიღაც ჩრ. კავკასიელი ორი ტიპისთვის, რომლებიც ჩვენი წევრები არ იყვნენ.
ეს ის დროა, როცა ჩეჩენი „ბოევიკების“ ყოფნას ეჭვობდა რუსეთი პანკისში და საჰაერო დერეფანს მოითხოვდა. როგორც გავიგე, ეს ორი ტიპი გენერალ ლებედის ხალხი აღმოჩნდა ჩრ. კავკასიაში. ყველაფერი ცხადი იყო, თუ რა აგენტურული ქსელები მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჟენევაში გავახმოვანე საერთო კონფერენციაზე და ამ ტერ-გაბრიელიანის საკითხი დავსვი. ასევე, საქართველოში პარლამენტში თავდაცვის კომიტეტშიც განვაცხადე მეგობრებთან. დაიბარეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, ქ-ნი დებორა და გავაცანით მისი ქვეყნის „ენჯეოს“ ძირგამომთხრელი საქმიანობა. ერთ კვირაში დაგვიბარა ქ-მა დებორამ და ცხვირზე ამაფარა 5 ქართული „ენჯეოს“ მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ეწერა , რომ მე ვტყუოდი, ხოლო გევორქა სანდო და პატიოსანი ხელმძღვანელი იყო. გევორქა კი გავხადე საქართველოში „პერსონა ნონ გრატა“, მე გამომაბუნძულეს „ენჯეო“ ქსელიდან.
შემრჩა გევორქაზე წარტყმა და გაოგნება იმ 5 ქართულ „ენჯეოზე„, რომელთაგან სამი მეგობარი მეგონა. არ გავიხსენებდი ახლა ამ წარსულ ამბავს, რომ არა ამ გამყიდველი ხუთეულიდან , ორის დღევანდელი აქტიურობა. ორივე მინისტრი იყო „ოცნების“ ხელისუფლებაში. დღეს თავგადაკლული ოპოზიცია არიან. ერთ-ერთი მათგანი ამ დღეებში მიდის ჰელსინკის კომისიის მოხსენების მხარდასაჭერად მადამ „ექსპღეზოსთან“ ერთად, საქართველოზე ცილის დასაწამებლად. დიახ, სწორედ მიხვდით. ეს ქ-ნი თინა ხიდაშელია. ამჯერად, ტაივანის აგენტურულ დავალებას ასრულებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების საზიანოდ. თინა... უსამშობლო ნაძირალა ხარ, თან გოიმი“, - წერს მალხაზ ჩემია.
1772956641
ახალი ამბები„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...
1772955954
ახალი ამბებიზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...
1772953430
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...
1772953316
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1772953151
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...































