მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ რიშის მხარდაჭერაზე: სამომავლო დაშვება მხოლოდ 2 შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი" კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს

 გუშინდელი „ნაცური” აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჯიმ რიში ყოველთვის გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით, შესაბამისად, მხოლოდ ორი დაშვება არსებობს: ან სენატორი თავისსავე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამართლდება ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს.

„გუშინდელი ნაცური აღტყინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.

ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…

თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად „დიფ სთეითის“ ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.

შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს - ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.

საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!..“, - წერს მამუკა მდინარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742709672

სპორტი

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

23 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩი 18:00 საათზე  დაიწყება. საქართველოს ნ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1742675572

მსოფლიო

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

 ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს. ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მ...

ესპანეთი

1742671366

ახალი ამბები

რომის პაპს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 23 მარტს საავადმყოფოდან გაწერენ

 რომის პაპ ფრანცისკეს 23 მარტს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ. ამის შესახებ პონტიფიკოსის ექიმებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პაპის ერთ-ერთი ექიმის თქმით, პონტიფიკოსს კიდევ 2 თვე და...

იტალია

1742669029

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა, მით მეტი იქნება ხალხის გავლენა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

 ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტ...

გია ვოლსკი

1742666989

სპორტი

ვილი სანიოლი: დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა

 დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრ...

ვილი სანიოლი