მარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებისთვის განკუთვნილი სივრცეები დაათვალიერა.

„აბიტურიენტებს და გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს გამოცდების დაწყების ეტაპს ვულოცავ. დღეს არის მათი ცოდნის და თავდაუზოგავი შრომის გამოვლენის დღე და მათ, პირველ რიგში, თავდაჯერებას და ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწყობილი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს და ტექნიკურ პერსონალს, ვინც საგამოცდო პროცესის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას ვუხდი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში კი მონაწილეობის მიღების სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს გაესაუბრა. გიორგი სოსიაშვილმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებით დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751552810

საზოგადოება

მაია ბითაძე: საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნა, მიუხედავად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასებისა, თავად ეუთოს სანდოობას აზიანებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე...

მაია ბითაძე

1751552436

ახალი ამბები

თბილისი, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისი, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები. 

პოლიცია

1751551307

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7203 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ზოგადი

1751547534

ახალი ამბები

სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს...

სასამართლო

1751546469

ახალი ამბები

იტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ერთ კვირაზე მეტია ძლიერი სიცხეებია, კერძოდ, იტალიის კუნძულ სარდინიაზე ბოლო დღეებში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. მედიის ცნობით, ძლიერმა სიცხემ, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ი...

იტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა