მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს პრემიერის ვიზიტი და აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა, სადაც ისაუბრა საქართველოს როლზე, მათ შორის, შუა დერეფანში და იმ უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან და აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას შუა დერეფანში. მათ შორის, ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან ერთად იმსჯელა ახალ გზამკვლევზე, რომელიც ორ ქვეყანას და ქვეყნებს დააკავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
1754399376
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7013 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7029 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1754398427
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შედანია “აზოვის” პოლკის მებრძოლი იყო. დაღუპულს საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შედანია...
1754398156
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგ...
1754398121
საზოგადოებაპრემიერი: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება, ამას თუ დავანახვებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა
არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა...
1754398076
საზოგადოებაპრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ც
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - განუცხადა საქართველოს პრემ...