მიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე

„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, განვითარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, ან შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვერ ვხედავთ. ზოგადად, სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარება ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული მაშინ, როდესაც არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც არის უმწვავესი დეფიციტები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა, რამაც დეფიციტური პროფესიების განსაზღვრა განაპირობა.

„ჩამონათვალში არის, მაგალითად, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა და სხვა. რეალურად, მწვავე საჭიროებები არის თუ არა, შეგვიძლია, ვკითხოთ კლინიკებს, შესაძლოა, ისინი ყველაზე მეტად აღიქვამდნენ რეალურად არსებულ დეფიციტებს - ყველგან აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებებით არსებობს კონკრეტული საჭიროებები. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებს განსაზღვრავს ერთის მხრივ, სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგალითად, მთელ მსოფლიოში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ფსიქიატრი. მეორეს მხრივ, არსებული რეგულაციების მიხედვით, მაგალითად, კარდიოქირურგიის, ან ნეიროქირურგიის მიმართულებით, ყველა კლინიკაში გარკვეული რაოდენობის პაციენტებზე, ან თითოეულ ლიცენზიაზე, აუცილებელია კონკრეტული რაოდენობის პროფესიონალი. ამ რაოდენობის პროფესიონალი საქართველოში არ არსებობს. არის ისეთი სპეციალობები, სადაც შესაძლოა, ახლებური რეგულაციების საჭიროებაც გამოიკვეთოს და ამაზეც მუშაობს პროფესიული განვითარების საბჭო. მაგალითად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. მიუხედავად ერთიანი ლიცენზიის ქონისა, ცალკეული ექიმები, უმრავლეს შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას და რეკონსტრუქციული მიმართულებით, სამწუხაროდ, უმწვავესი დეფიციტები არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უმცროს ექიმებს მხოლოდ შესაბამისი გამოცდების გავლისა და კვალიფიკაციის დადასტურების შემდეგ მიეცემათ სერტიფიცირების შესაძლებლობა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უმცროს ექიმებად ბევრი წლის განმავლობაში იმუშავეს და ეს ლეგალური პროფესიაა. მანამდე, მათ გაიარეს საგანმანათლებლო პირველი ეტაპი, ჩააბარეს გამოცდა, დაიწყეს უმცროს ექიმად მუშაობა და დიდი გამოცდილება დააგროვეს, ზოგმა - წლებით იმაზე მეტიც, ვიდრე რეზიდენტურაა. რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ შანსს, რომ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ექიმები - მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - ერთის მხრივ, დეფიციტური პროფესია შეიძლება შეივსოს და მეორეს მხრივ, ამ ადამიანებისთვისაც ეს შანსია. თუმცა, აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ იქნება მუდმივი გადაწყვეტა, ცვლილება ერთჯერადი სახისაა და მოქმედებს მხოლოდ 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამავე დროს, არ შეიძლება გავჩერდეთ - რეზიდენტურის რეფორმა, პროფესიების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვა - მუდმივი განახლება გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754401705

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან...

მარიამ ქვრივიშვილ

1754400578

საზოგადოება

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა. 2024 წლიდან თორნიკე ნოზაძ...

ინდონეზიია

1754399526

საზოგადოება

რუსთავში ხანძარია

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე ხანძარია. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით ცეცხლი საბურავებს უკიდია.  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

რუსთავში ხანძარია

1754399376

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7013 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7029 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1754399046

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში. მინისტრის...

მარიამ ქვრივიშვილი