მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია.

მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2).

„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ: Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია, ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა. თბილისთან ერთად, პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი. ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

⚪ საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%)
⚪ მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)

ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global) Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746103234

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირებ...

ექსპერტი

1746102065

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ბიძინა ივანიშვილის სარჩელი გიორგი ბაჩიაშვილის 9000 ბიტკოინის დაბრუნების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა - ასეა, ყოველთვის გაიმარჯვებ, როცა მართალი ხარ

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანაინ...

 ნინო ფოჩხუა

1746098959

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი პოლ მასაროს განცხადებაზე: საქართველოში მაიდანი არ იქნება

„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხ...

პოლიტიკოსი

1746098601

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველოს, როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით“, - ამის შესახებ დედაქალაქი...

კახა კალაძე

1746097262

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა ეს ქალბატონი და უკვე არც სიტყვებს აღარ უფრთხილდება, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ...

დეპუტატი ლევან მაჭავარიანი