მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
„მათი ასეთი რეაქცია მიანიშნებს მხოლოდ პანიკასა და აგონიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, რადგან ჩართული არიან აგენტურულ საქმიანობაში, პირდაპირი და გადატანითი პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ომში ჩართვას და ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში მოსვლას, რასაც ასევე ძალიან ცუდი შედეგები უნდა მოაყოლონ.
მათ აქვთ ასეთი დავალება. იმიტომ არ განსხვავდება მათი ე.წ. მესიჯბოქსი ერთმანეთისგან, არ განსხვავდება მათი მიზნები ერთმანეთისგან და რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, ამაზე სახელმწიფო რეაგირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აქ მეტი არაფერი ხდება.
თუკი რომელიმე პარტიის საქმიანობა იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და აქ მტკიცებულებების დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე, მაშინ პირიქით, მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე რაც შეიძლება მეტი და ძლიერი პარტია იყოს.
ეს არის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მაგრამ დღეს აგენტურულ პარტიებს მთლიანად იმდენად აქვთ ოპოზიციური ნიშა ათვისებული, რომ ვერცერთი ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ველზე ოდნავ მაინც რაღაც ხარისხით შესვლას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფულით დაფინანსებული აგენტურული პარტიები ამ გასაქანს არავის აძლევენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1743533541
მსოფლიოთეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...