მდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ახლად შექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.
„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს ახლად შექმნილ დეპარტამენტს, რომ გააკონტროლოს სამინისტროების, სსიპების აიპ-ების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების ეფექტიანობა.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დამტკიცების დროს, გუნდმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მაქსიმალური კონტროლი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოხდეს გადასახადების გადამხდელთა სახსრების, იგივე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კონტროლი.
დღეს ჩვენ ამ თემაზეც გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
1743530468
საზოგადოებაბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...
1743530218
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?
მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...
1743523722
მსოფლიოაშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...
1743521275
საზოგადოებაპარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...
1743520361
ახალი ამბებილევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...