მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 12 კილოგრამი მარიხუანა და 2,110 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენოინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული, ხოლო ამოღებული ჰაშიშის რაოდენობამ 20 შეფუთვა შეადგინა.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747134296

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შეახსენა, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო აქტორების მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებული ის განცხადებები, რომლებიც ად...

სოზარ სუბარი

1747133131

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

1747131447

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: პრეზიდენტ ტრამპს „დიფ-სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც

პრეზიდენტ ტრამპს დიფ-სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1747130703

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

13-14 მაისს, ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელ...

მაკა ბოჭორიშვილ

1747128940

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: ტრამპმა, საქართველოსთან მიმართებით, ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას, რითაც ის, საბოლოოდ, იტყვის უარს „დიფ სთეითის“ შექმნილ დღის წესრიგზე

„საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტრამპისადმი გაგზავნილი ღია წერილით, ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, მოხდეს ქართულ ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვა! ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შე...

დავით ჩიხელიძე