მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას

ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირი).

მან ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა, მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს, ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“.

აი, ასეთი სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას. შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს.

აი, ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულშიც, როდესაც თითქოს, ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი: ღმერთის არსებობაც, სულის უკვდავებაც, უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაც.

ასეთი ამაღლებული გრძნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ვჭვრეტთ და აღიქვამთ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენიერებას, იმ კანონზომიერებას და საოცარ სიბრძნეს, რომელიც არის სამყაროში, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო.

ასევე, შეიძლება ეს მოხდეს ჩვენს სულში ცხოვრებისეული წარმატების ან წარუმატებლობის შედეგად; შეიძლება იყოს დიდი ბედნიერებისგან ან უბედურებისგან, დიდი მწუხარებისგან ან სიხარულისგან. ასეთ მომენტებში ადამიანი მადლობს და ადიდებს უფალს და წარმოთქვამს თავის ოსანას. ეს ყველას გამოცდილი გვაქვს, იმიტომაც ვართ აქ, ასე ვხარობთ და ვზეიმობთ დღევანდელ დღეს.

შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში.

მინდა, დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პიროვნების დაფასება, მხოლოდ ეს როდი იყო, არამედ, ალბათ, პირველ ყოვლისა, იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლინება, რომელთაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს ნამდვილად ასე იყო, ეს საოცარი დღეები, რომლებიც გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ.

ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება.

...მაგრამ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი. ვიცით, რა მოხდა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში. იუდა მოციქულმა მას უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს, ბრბო კი ყვიროდა: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი ეგე!“. აი, რა საშინელი ცვალებადობაა! მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობასა და ცვალებადობას?! ჩვენც ადვილად ვიცვლით გუნება-განწყობილებას და ვკარგავთ-ხოლმე ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს.

მართალია, დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ მას და შორდებიან. სხვადასხვა ცოდვით, ბოროტებით, უწმინდურობით, უსამართლობით, უკანონობით, ცილისწამებით და ასე შემდეგ, კვლავდაკვლავ ითხოვენ უფლის ახალ ჯვარცმას და ახალ ტანჯვებს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მდგომარეობისგან!

ნუ დავუშვებთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ, ამ ყველა ცოდვამ და მანკიერებებმა, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი, როგორც ხალხის და ერის, წარმატების და ღვთის წყალობის ჩვენდამო“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775719291

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 05:12 საათზე დაფიქსირდა. მიწისძ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1775718891

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობი...

დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

1775717814

საზოგადოება

მარნეულში ბრალდებულმა კაცს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ...

დაკავება დაკავება

1775716783

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2...

დაკავება

1775715192

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახ...

ზვიად შალამბერიძე