მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე, მათ შორის – ლიბანის, თურქმენეთის, პაკისტანის, იემენის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის, კამერუნის, ინდოეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის და თურქეთის მოქალაქეები.
„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1795725177
სპორტისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 88-92 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! მატჩს საოცრად დრამატული დასასრული ჰქო...
1795724473
საზოგადოებაგია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია
ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე...
1795723488
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?
რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს...
1795722981
მსოფლიოსერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდარ ჩუპიჩმა განაცხადა. აღნიშნული...
1795720456
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მიმდინარეობს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშიც თანაბარია და...





























