მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი, ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციასა და ადრეულ სკრინინგს, ამასთან, შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთი წლის ასაკის ბავშვთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის.

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) პარტნიორობით, ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა. ეს ხელს უწყობს ქალებს აქტიურად ჩაერთონ საკუთარი და შვილების მოვლაში ორსულობიდან ბავშვის ადრეულ განვითარებამდე“, - განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტიანობას.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743510734

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წელს სახელმწიფომ 40 პატენტი გასცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ორი კი უცხოური. 2023 წელთან შედარებით, პატენტების რაოდენობა სამით გაიზარდა. საქსტატ...

საქსტატი

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი

1743507270

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...

მოძრაობა

1743505510

ახალი ამბები

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.   „საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი...

პოლიტიკოსი

1743504360

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო, რომ მოვახერხეთ ამ საერთაშორისო სასამართლოების მოგება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რითაც...

სოზარ სუბარი