მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 1121 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება.

„დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა; ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა. დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს.

დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული!

ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე — ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს და დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა.

დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ! ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არა მხოლოდ შედეგების მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ. როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“

დღეს, ამ წმინდა მიწაზე დგომით, ქედს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით IV-ე აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს, გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786512679

ახალი ამბები

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია - რეალიზაცია პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებ...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია

1786512230

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც ამ ვაჟბატონმა იკადრა, არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1786510617

მსოფლიო

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი: ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება იქამდე, სანამ აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება იქამდე, ვიდრე შეერთებული შტატები ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს.   „ირანის გზავნილი ნათელია:...

მოჰსენ რეზაი

1786481665

მსოფლიო

ჰუსიტების თავდასხმას ბაბ-ელ-მანდების სრუტეში 6 ადამიანი ემსხვერპლა

„ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე ჰუსიტების თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ტიჰ...

ჰუსიტების თავდასხმას

1786480873

ახალი ამბები

„იბერიის“ კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა – „ამ გამარჯვებაში გულშემატკივარმა დიდი როლი ითამაშა“

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის მოგების (2:1) შესახებ თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ ისაუბრა. „ასეთი გულშემატკივრის წინა...

 გიორგი ჯინჯოლავა