მიხეილ ყაველაშვილი: მათი 99%, ვინც დღეს რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს, დამოკიდებულია გარე ძალებზე - როცა ისინი „დიფ სთეითზე“ ქილიკს იწყებენ, ე.ი. სწორად მიდის გზავნილები

„ვერ დამისახელებთ ვერცერთ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლად, საქართველოს მოთხოვნებიდან გაჩენილი, შეექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაინახა პრობლემები და ამით ოპონირებს საკუთარ ხელისუფლებასთან, - ასეთი არ არსებობს“, - ეს განცხადება „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ვინც დღეს რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს, მათი 99% დამოკიდებულია გარე ძალებზე.

„ვინც კი დღეს ამ რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს - გინდა სოციალურ ქსელში, ან არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, აქტივისტები ვინც არიან, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და ა.შ. - მათი 99% არის დამოკიდებული გარე ძალებზე. ყველას აქვს შეხება გარე აქტორთან ან დაფინანსებით, ან იდეოლოგიით, ან პირდაპირი კავშირით და ა.შ. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლად, საქართველოს მოთხოვნებიდან გაჩენილი, შეექმნა რაღაც ორგანიზაცია, დაინახა პრობლემები და ამით ოპონირებს საკუთარ ხელისუფლებასთან - ასეთი არ არსებობს. დამოუკიდებელი ექსპერტი იქნება, თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი, ყველას რაღაც სახით შეხება აქვს, ან ჩართულია პროცესებში, ან დაფინანსებით, ან ორგანიზაციის წევრია, ან რაღაც სახით ერთად არიან წარმოდგენილები. ეს იცის დამკვეთმა - ეს არის „დიფ სთეითი“. როდის უნდა მოხდეს, იცით, მათი მხილება? როცა ისინი ქილიკს იწყებენ. ე.ი. სწორად მიდის გზავნილები მათი მიმართულებით და მაშინ იწყებენ ქილიკს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753440577

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები და ფედერაციის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახე...

პრემიერ-მინისტრი

1753439791

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნ...

მიხეილ ყაველაშვილ

1753438766

ახალი ამბები

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირია დაკავებული, რომელთაგან დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირია დაკავებული, მათგან უმეტესობა მსხვილი ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსა...

 ნარკორეალიზატორია

1753437970

მსოფლიო

მარინ ლე პენი მაკრონის გადაწყვეტილებაზე: დღეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს „ჰამასის“ სახელმწიფოს, ანუ ტერორისტული სახელმწიფოს აღიარებას

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს „ჰამასის“ სახელმწიფოს, ანუ ტერორისტული სახელმწიფოს აღიარებას. ს...

მარინ ლე პენი

1753436788

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება. ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ...

ინგა ფხალაძე