მილანის მერი: ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით, მუდმივად გვინდა, სოლიდარული ვიყოთ თქვენ მიმართ, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია

 თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო.

„ბატონო პრემიერო, ამ ქალაქმა ყველა ქალაქისთვის დამახასიათებელი პლიუს-მინუსები აჩვენა, ეს ქალაქი განიცდის თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, მაგრამ გამოსავლებიც უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით. გარკვეული წინსვლა გვჭირდება, რადგან სწორედ ქალაქებიდან იწყება წინსვლა და შემდეგ ხდება მისი განზოგადება ქვეყნებზე. მოვისმინეთ, რომ არა მარტო მილანის, არამედ სხვა ქალაქების მერებიც იღებენ ვალდებულებებს, რომ ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობას. რაც შეეხება სპორტს და ფეხბურთს, ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ ქალაქს ეს განსაკუთრებული ნიშანი აქვს. თითქმის ერთი რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს თბილისს და მილანს, 1.4 მლნ მოსახლეობა ცხოვრობს მილანსა და თბილისში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი ამ ქალაქში გვაქვს შექმნილი. გუშინ თბილისის მერსაც ვუზიარებდი შეხვედრაზე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს სხვა ქალაქებიც იქნება ამ კონტექსტში წარმოდგენილი. მინდა, გაითვალისწინოთ საპორტო ქალაქებთან ასოცირება, უშველებელი ქალაქები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და განვითარება მოაქვთ ერთმანეთისთვის. არ მინდა, ვისაუბრო რომელიმე კონკრეტულ ქალაქზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინტეგრაცია უნდა მოხდეს ეკონომიკაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი და ვნახავთ, რა შედეგს დადებს ეს ინიციატივები.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას, უნდა ვთქვა, რომ ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით და ზრუნვით, მუდმივად გვინდა, სოლიდარული ვიყოთ თქვენ მიმართ. ჩვენი მეგობრობა და ჩვენი თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. იმედი გვაქვს, მილანი, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა იქნება განსაკუთრებული ადგილის მქონე“, – განაცხადა მილანის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780946274

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1780944615

საზოგადოება

პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...

ირაკლი კობახიძე

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე

1780944468

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...

მაკა ბოჭორიშვილი

1780942799

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული

ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...

მაკა ბოჭორიშვილი