თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.
„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად, თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს, ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ, როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით, აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.
„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
1749805015
მსოფლიოისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს
ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...
1749803899
ახალი ამბებიგია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან
„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1749802838
ახალი ამბებიგორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...
1749801468
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...
1749799929
ახალი ამბებისოზარ სუბარი: როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს კრიმინალის მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში
„ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარ...