ბრიტანეთის პრემიერი: ადრე თუ გვიან პუტინს მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და ბარბაროსული შეტევების შეწყვეტა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ კრემლის მმართველი ვლადიმერ პუტინი ადრე თუ გვიან იძულებული იქნება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა გადაწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აჩვენა, რომ „უკრაინა მშვიდობის მხარეზეა, რადგან მან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება მიიღო“.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მან უნდა შეწყვიტოს მისი ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაზე და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
„თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს .ვფიქრობ, ადრე თუ გვიან მას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზული დისკუსიების დაწყება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავსხდეთ და უბრალოდ დაველოდოთ ამას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, წინსვლა და მოვემზადოთ მშვიდობისთვის - მშვიდობისთვის, რომელიც უსაფრთხო და ხანგრძლივი იქნება“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.
1742233663
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...
1742230972
სპორტიგიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...
1742230581
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...