მოდელირებული ძარცვა სპარში - აღმოჩნდა, რომ დაკავებული მძარცველები და მაღაზიის თანამშრომელი მეგობრები არიან

იმიტირებული ძარცვა თბილისში - 12 ივლისს ,,სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, რომელშიც 2 კონსულტანტი იმყოფებოდა, დილის 6 საათზე დანით შეიარაღებული 2 პირი შეიჭრა.
ძარცველებმა ფული და რამდენიმე კოლოფი სიგარეტი წაიღეს. ყაჩაღური თავდასხმის ორივე მონაწილე პოლიციამ უკვე დააკავა. 23 წლის ადალათ მუსაევი და 18 წლის ელნურ ბაირამოვი ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან.
ამ ამბავში უცნაური ერთი დეტალია - ორივე მძარცველი სპარის იმ თანამშრომლის ახლო მეგობარია, რომელიც თავდასხმის ღამეს მორიგეობდა. ირკვევა, რომ სპარის თანამშრომელმა, ნურლან ბაირამოვმა, თავდასხმის გეგმაზე ყველაფერი წინასწარ იცოდა. მეტიც - დაკავებული ახალგაზრდების ოჯახები ამტკიცებენ, რომ ძარცვის მთავარი ორგანიზატორი სპარის თანამშრომელი იყო.
ყველაფერი ნურლანის დაგეგმილია. მან წაიყვანა ჩემი შვილი თბილისში, მან აჩვენა მაღაზიაც და ახლა ამბობს, რომ არაფერ შუაში არაა. მას პროკურატურაში გარკვეული აქვს ყველაფერი და ამიტომ არავინ ეხება. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, როგორ შეიძლება ის დაკავებული არ იყოს.- აცხადებს დაკავებული ადალათ მუსაევის მამა.
სპარის თანამშრომელს ხელს მეორე დაკავებულის ოჯახიც ადებს. 18 წლის ბიჭის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი თბილისში ნამყოფიც კი არასდროს არის. ეს ოჯახიც, ძარცვის გეგმის შედგენაში ნურლან ბაირამოვს ადანაშაულებს.
ჩემი შვილიშვილი მხოლოდ 18 წლის არის. მას არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენია. ის შეაცდინეს და აიყოლიეს. ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, ახლა თავისუფალია, შეცდომაში შეყვანილი ბავშვი კი ციხეში ზის. ნურლან ბაირამოვის მშობლები მიკრძალავენ ამ თემაზე ლაპარაკს, დამემუქრნენ კიდეც - თუ არ გავჩუმდები, კარგი ამბავი არ მოხდება.- განაცხადა ელნურ ბაირამოვის ბებიამ.
დაკავებული თავდამსხმელების გარდა, ნურლან ბაირამოვს ხელს ის ადამიანიც ადებს, ვინც ძარცვის ღამეს სპარში მასთან ერთად მუშაობდა. კონსულტანტი ტვ პირველს უყვება, რომ მისი მარნეულელი თანამშრომლის ქცევა საეჭვოდ ეჩვენებოდა.
ნურლან ბაირამოვის წინააღმდეგ ჩვენებების მთელი კასკადის მიუხედავად, პროკურატურა დანაშაულის ნიშნებს, როგორც ჩანს, ვერ ხედავს.
ორივე დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატს ახლა ბევრი კითხვა აქვს. საქმეში არსებული ჩვენებების, ასევე მიმოწერის ასლების მიუხედავად, პროკურატურა ცდილობს, სპარის თანამშრომელს პასუხისმგებლობა აარიდოს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს პროკურატურაში მფარველების დამსახურებაა.
სპარის თანამშრომელი ძარცვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან გამოძიებას რამდენიმე ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენება მისცა. თავდაპირველად ამბობდა, რომ თავდამსხმელებს საერთოდ არ იცნობდა, შემდეგ კი ეს გადათქვა.
ნურლან ბაირამოვმა რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია „პირველებთან“ ინტერვიუს დროსაც გააჟღერა. სპარის თანამშრომელი და ორი დაკავებული ბავშვების მეგობრები არიან, ისინი სოფელ აზიზქენდში გვერდიგვერდ ცხოვრობენ.
დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
წყარო: TV პირველი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დოლარი ლართან მიმართებით გაძვირდა, ევრო გაიაფდა - 17 აგვისტოს ვალუტის კურსი
1745232035
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...
1745231615
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო
„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თ...
1745230213
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...
1745229933
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა
2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. „2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუ...
1745229600
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსა...