ნანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც დაკავებული ახალგაზრდები არ წერენ საპროცესო შეთანხმებას, ზოდელავა და ბერიძე, სავარაუდოდ მზად არიან კრიტიკის მოსასმენად.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკაში მოიაზრებ საკუთარ თავს, ყველაფრის სანაცვლოდ უძლებ ციხის კედლებს.
„ალბათ ფიქრობენ, რომ ხვალ მათ ცხოვრებაში პოლიტიკა აღარ იქნება, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც მათე დევიძე არ წერს საპროცესო გარიგებას და შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ, ალბათ იცი, რომ ვიღაცები არ მოგიწონებენ და ამისთვისაც მზად არიან და როცა გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მოვისმინე, ეს ძალიან პერსონალური გადაწყვეტილებაა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ადამიანი მესმის ეს და პოლიტიკის ნაწილში ალბათ რა ვარაუდიც გამოვთქვი, გამართლდება. მესმის ის, რომ შეიძლება მათთვის რაღაც ისეთი სირთულე აღმოჩნდა ფაქტორი - მე არ მინდა სიტყვა ვერ გაძლება ვთქვა, მაგრამ, ის ფაქტორი ისეთი მძლავრი აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ამას როდესაც ვსაუბრობ, მე ვარ ადამიანი, არ ვგულისხმობ რაღაცნაირ პოლიტიკურ სახელმძღვანელოს, გვერდზე გადავდოთ, თუმცა, არ ვიცი მე არასოდეს წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ზოგადად, როგორც ჟურნალისტს, ასე წარმომიდგენია, რომ ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, განიხილავ და თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს და სავარაუდოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ პოდკასტში.
1791661410
საზოგადოებათბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...
1791658982
ახალი ამბებიავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი
თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.


























