გიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე, ამ დონეზე ვფიქრობთ ხოლმე ჩვენ მსჯავრდებულებზე, ამიტომ პარალელების გავლება უადგილოა.რეჟიმზე და სასაკლაოზე გვესაუბრებთ რაც 2012 წლამდე ხდებოდა, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" პენიტენციური დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარაძემ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრის, სტუდენტ ლაზარე ქარჩხაძის საპასუხოდ.
მისი თქმით,ლაითურის N1 პენიტენციური დაწესებულება უნიკალური დაწესებულებაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც დაბალი, ისე საშუალო, მომეტებული და ასევე მაღალი რისკის მსჯავრდებულები.
"დღეს უკვე ჩვენი ინოვაციური პროექტის განხორციელების ეტაპზე ვართ ლაითურში. იქ აშენდება კინოთეატრი, რომელიც იქნება მაღალი სტანდარტების, ცალკე მდგომი შენობა.დაბალი რისკის მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კინოჩვენებს,სხვადასხვა ღონისძიებებს. მეტიც, ჩვენ პენიტენციური სამსახური,როდესაც მსგავსი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ,მაშინ განსაკუთრებულად ვფიქრობთ მსჯავრდებულებზე და იმაზე, რომ შევქმნათ სივრცე,რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე. იქ იქნება მოწყობილი ე.წ ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები და ასევე ამორტიზირებული მანქანა,რომელსაც პენიტენციური სამსახური ჩამოწერს, განთავსება ამ კონოთეატრთან. ამ დონეზე ვფიქრობთ ხოლმე ჩვენ მსჯავრდებულებზე. ამიტომ პარალელების გავლება უადგილოა.რეჟიმზე და სასაკლაოზე გვესაუბრებით, რაც 2012 წლამდე ხდებოდა", - განაცხადა პატარიძემ.
1791651835
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდ...
1791650626
საზოგადოებაპაატა სალია: პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ - სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა
პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი...
1791650220
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან მოვისმინეთ, რომ თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა - ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენ...
1791647707
საზოგადოება11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...
1791646876
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: იმდენად არის შავი ფულის ტრიალი და მზარდი დაფინანსება, შვილები ითხოვენ მამების ციხეში ყოფნას, ხალხო, გაგიგიათ?! შუქრი ბურჭულაძე ითხოვს მამამისისგან - იჯექი, იქ უნდა ეწამოო
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას უნდა მათ უცხოელ დამკვეთებს თავი მოაჩვენოს და უთხრას, რომ პოლიტპატიმრები გვყავს, რადგან მათგან დაფინანსება წამოიღონ. „...


























