გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც
მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.
როგორც გველესიანმა აღნიშნა, უსამართლო ბრალდებებს და ცილისწამებას, რომელიც მის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა, პასუხს სცემს და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია, ვინაიდან ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.
„იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქმია, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი? თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ აიგივებენ თავს, უბრალოდ, რეალურად აქვთ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენს ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა საერთოდაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის „საქსტატის“ მონაცემები, რომლებითაც ხელისუფლება თავის იწონებს. მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც, დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება. თქვენ რომ მართლა გყვარებოდათ თქვენი ქვეყანა და თქვენ რომ მართლა ებრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოსცილდებოდით ამ პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ, სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევთ შეჯახება აი ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში“, - აცხადებს გიორგი გველესიანი.
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...
1791651835
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდ...


























