„ნაცმოძრაობის“ კარიკატურისტი მეტრეველი ჩერგოლეიშვილზე: ერთ-ერთ შეხვედრაზე წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო, დღესაც ვნანობ რატომ არ ვკითხე, მაშინ რის გამო გაჩუმდა

„ნაცმოძრაობის“ კარიკატურისტი ნუგზარ მეტრეველი „ფედერალისტების“ ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის მონაყოლ ისტორიას იხსენებს, როდესაც მას „ნაცმოძრაობის“ დროს, ციხეში დახმარება სთხოვეს, შემდეგ კი თხოვნა შეცვალეს იმ მიზეზით, რომ პატიმრისთვის უარესი იქნებოდა.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დღესაც ნანობს, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ჰკითხა, რის გამო გაჩუმდა და გიგა ბოკერიამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში.
„2014-ში თუ 2015-ში აღარ მახსოვს. ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში ნმ-ს მცირე ზომის ოფისში ნაცმოძრაობის მომხრეებმა შეხვედრა მოუწყვეს თამარ ჩერგოლეიშვილს, გვაინტერესებდა ბრძოლის რა გეგმები ჰქონდა პარტიას.
შეხვედრაზე თამარას ის არ უთქვამს, გიგა პარტიის დაშლა-გაყოფას რომ აპირებდა, სამაგიეროდ წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო და ერთი ისტორია გაიხსენა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა დამირეკა და მთხოვა, ციხეში ჩემ ქმარს სცემენ და იქნებ დამეხმაროო, კაიო დაგეხმარებიო, ყველაფერს გავარკვევო, დაამშვიდა თამარამ.
მეორე დღეს, კვლავ, დაურეკა ქალმა და სთხოვა, რომ რაც გუშინ მოუყვა არავისთვის ეთქვა, რატომო? იკითხა თამარამ, ციხეში ჩემს ქმარს ველაპარაკე და მითხრა არავის უთხრა რომ მცემენ, ეს ამბავი ციხიდან რომ გავიდეს ცემაში მომკლავენო. კარგი არავის ვეტყვიო, კვლავ დაამშვიდა თამარამ და ეს საიდუმლო არავის გაანდო.
დღესაც ვნანობ, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ვკითხე, რის გამო გაჩუმდა და გიგამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, რომ გაერკვიათ, რა ხდებოდა ციხეში“, - წერს ნუგზარ მეტრეველი.
1748091703
სპორტისანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს
მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა. ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ...
1748089472
ახალი ამბებიჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა, აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?
დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თა...
1748087300
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია
ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...
1748085656
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელ...
1748085225
ახალი ამბებიმტკვარში მაშველებმა გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს.შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის“ მარკის ავტომობილს...