„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული გოდერძი თირქია: დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი, დედაჩემზე და ჩემზე იყო მიწები გაფორმებული, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გოდერძი თირქიამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მას და დედამისს გამომძიებელმა ბერიშვილმა აიძულა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა და გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა.

„შევედი, დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. გამარჯობაო, ვიციო, დიაბეტი გაქვსო, მეცო და ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი ვითომ. ახლა არ დამიწყოო, რომ მამაშენმა კეთილსინდისიერად იყიდა მიწებიო. მე ვუთხარი თქვენ ძალიან კარგად იცით მეთქი მამაჩემმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა როგორ იყიდა მეთქი და იმ კაცს ნაღდად არ უჭირდა 300-500 ლარიანი მიწების შესყიდვა მეთქი და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო ამიხსენით მეთქი. ბიჭო ბევრი არ ილაპარაკო არ იციო სად ხარო? სად არისო დედამისიო. დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი მიწები გაფორმებული. დედამისი სკოლაში არისო, მასწავლებელი არისო და გამოძახებული მყავს, მოვაო. ესო აქეთ ჩასვითო, ის რომ მოვა, იქით ჩასვითო. რატომ უნდა ჩამსვათთქო. ბიჭო ბევრი არ ილაპარაკო, რასაც გეტყვი ის უნდა დაწეროო. უკვე რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე და ვისთან მაქვს საქმე ვიცოდი და არ მინდა არაფერითქო, რა უნდა გავაკეთო მეთქი. რომ გეტყვით ისეო და მაჩვენეს „ჩემი ნება სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“. აი ამაზე ყველაზე მოგვაწერინეს ხელი, მერე მეორე დღეს წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს“, - განაცხადა გოდერძი თირქიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747313889

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: დიპლომატების დიდი ნაწილი, დღეს ოპოზიციის მსგავსად იქცევა და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს, მათთვის მიუღებელი საქართველოს წინსვლა და წარმატება, რაც აშკარად, რევოლუციური მზადების ნაწილია

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზაზა შათირიშვილის წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს დიპლომატიური კორპუსის მოქმედებაზე საქართველოში. მისი თქმით, დიპლომატთა ნაწილის ქმედებები არა...

დავით ჩიხელიძე

1747313572

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: გიორგი მშვენიერაძე ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი - მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი

ორჯერ შემოვიდა ჩემთან [გიორგი მშვენიერაძე], ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი, ჩემთან მისი შემოსვლა ერთხელ ან ორჯერ მოხდა. ჩემი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა, - განაცხადა „ნაციონალური მო...

ბესარიონ ხვინთელიან

1747311614

ახალი ამბები

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან ერთად, პარტიულ სტრუქტურებს ა...

ქართული ოცნება

1747309278

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...

მამუკა მდინარაძე

1747307824

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი

რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...

ირაკლი კობახიძე