„ნეტფლიქსის“ სერიალის Somebody Feed Phil მერვე სეზონის მეოთხე ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება

ცნობილი ამერიკული მედიაკომპანიის, Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში „Somebody Feed Phil“ მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სერიალის მე-8 სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 18 ივნისს გამოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, მე-4 ეპიზოდის გადასაღებად, Netflix-ის შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. სერიალის „Somebody Feed Phil“ კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად, სერია ქართულ გასტრონომიასაც ეძღვნება. გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის სარეკლამო კამპანიას აქტიურად ახორციელებს. მედიაკამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს აშშ-ში ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ - V is for Vino ამზადებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მარკეტინგული ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის: CBS, CNN, „The New York Times“, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners“ თანამშრომლობით ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
1750244941
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის
ერთმანეთს ეტრაბახებიან ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია და ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი დღევანდელი ისტორიისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
1750243338
ახალი ამბებიშსს: ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია
„სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ...
1750241986
ახალი ამბებიმალხაზ თოფურია: ანწუხელიძის ქვეყანაში ლაზარეს გმირი როგორ უნდა დაუძახო?! ამით სიტყვა გმირს აყენებენ შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება მამის დამჭრელ, მუდმივად „კაიფში“ მყოფ, თვალებშეღებილ კაცს გმირი უწოდო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან მალხაზ თოფურიას უსმენენ. მალხაზ თოფურია საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლ...
1750240538
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ბორის ჩელე ყურუას აღიარებაზე: ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები
ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამე...
1750239290
საზოგადოებათოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის...