ვეტერანი თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - შემდეგ გამოჩნდა სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა

ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა - ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვიტყვი, ამერიკელები რომ ჩამოდიოდნენ თავდაცვაში, იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობდა და სანახავად მოდიოდნენ, ძალიან ღირსეული კუთხე იყო, - ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის თემის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ახალ შენობაში რემონტის ჩატარების მიზეზით, დაღუპული მებრძოლების ფოტოები ჩამოხსნეს და ყუთებში ჩაალაგეს, რემონტის დასრულების შემდეგ კი, აღნიშნული კუთხე არ აღადგინეს. თოფურიას განცხადებით, გვარდიაში დაინიშნა ახალი სარდალი, კაპიტანი წაქაძე, რომელმაც დაღუპულების ფოტოები ყუთებიდან გადმოყარა და ფეხებით შედგა.

„მოგვიანებით ეს შენობა შეიცვალა, გადავიდა ჯერ თავდაცვაში, მერე ბევრად დაბალი ხარისხის ცალკე შენობაში, როგორც ყველაფერი წავიდა უარესობისკენ. შევარდნაძის დროს ვეტერანების დროს უკეთესი პაკეტი იყო და სააკაშვილის დროს კიდევ უფრო გაუარესდა. 2008 წელს დაინიშნა ნაბრძოლი, ვეტერანი და ჩვენი აქციის ერთ-ერთი თანამონაწილე დათო აფციაური, რომელმაც [დაღუპულების] სურათები აღადგინა, გააკრა. შემდეგ აფციაური მოხსნეს და სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - ყუთებში ჩაალაგეს და ელაგა ერთ ადგილას. რემონტიც გაკეთდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურათებს აღარ ეღირსებოდათ ღირსეულ ადგილას [დაბრუნება], იდო ამ ყუთში და არავინ ერჩოდა. შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი, რომელმაც ეს სურათები ყუთიდან გადმოყარა, ჩარჩოებით, შუშებით და წიხლებით შედგა, ესენი როდემდე უნდა მეყაროს აქო - გვარად წაქაძე, კაპიტანი.

ჯერ გვარდიას რომ სარდლად კაპიტანს დაუნიშნავ, პატარა ბიჭს, ახალი ჯიშის გამოყვანილს - როგორც გამოჰყავდათ ახალი ჯიში, წაქაძის სახითაც გამოიყვანეს ახალი ჯიში და ის სააკაშვილის „გმირის" ყველა ნორმატივს ასრულებდა. 200 ბიჭის სურათი იყო, იქ ავარიით და გულით მკვდარი არავინ იყო, ყველა ბრძოლაში დაღუპულზეა საუბარი და ეს სურათები ნაგავში გადააყრევინა“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750254119

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...

შალვა პაპუაშვილი

1750252039

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1750250751

მსოფლიო

განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...

ვულკანის ამოფრქვევა

1750250616

საზოგადოება

დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...

დავით ბაციკაძე

1750249635

საზოგადოება

რომის პაპი: ეკლესიის გული ტყდება საომარი ადგილებიდან გამოსული ხმაურით, განსაკუთრებით უკრაინიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ღაზიდან გამოსული ყვირილით, ჩვენ არ უნდა შევეჩვიოთ ომს

ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა რომის პაპმა. ლეონ მე-14 მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს, არჩევანი მშვიდობაზე გააკეთონ და თავი აარიდონ ძლიერი სამხედრო ტექნიკის გამოყ...

რომის პაპჯ