ნინო ლაცაბიძე: პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ქალაქისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს. ვიზიტის მიზანი გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა, ორ ქალაქს შორის ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება და სამომავლოდ, დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება იყო.

„პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ჩვენს ქალაქში მიმდინარე პროექტების პარალელურად, რუსთავისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს უნგრეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს, რომელიც დაგვეხმარა, გაგვემართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქალაქ კეჩკემეტის მერთან და ასამბლეის წევრებთან. გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთანაც, სადაც დავსახეთ ერთობლივი გეგმები, ჩვენი ახალგაზრდების განათლების მიმართულებით. საინტერესო კონტაქტები დავამყარეთ ქალაქ კეჩკემეტის ბიზნეს სექტორთანაც. ვფიქრობ, კიდევ ერთ ევროპულ ქალაქთან დამეგობრება, ახალი შესაძლებლობა და პოტენციალი იქნება ჩვენი რუსთავისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქ კეჩკემეტის მერს, დოქტორ კლაუდია სემერეი პატაკის, კეჩკემეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლებს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უნგრეთში, თამარ ლილუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა ჯონ ფონ ნოიმანის სახელობის უნივერსიტეტშიც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749671696

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცეს უვიზო მიმოსვლა, შემდეგ კანდელაკი და სხვები ბრიუსელში დარბოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხისთვის არ მიეცათ, თვითონ ჯიბეში ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტი

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“. მან ასევე, გაიხსენა, რომ ევროკავშირმა 20...

პაპუაშვილჯ

1749671536

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სარწმუნოება, რელიგია, ჩვენი ეროვნული ღირებულებები შელახონ და თავიანთი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში

დააკვირდით ბრიტანეთის ელჩის განცხადებას. ის აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, აფინანსებდნენ „საიას“, გია ჯაფარიძეს და ამ ხალხს უნდა დაედო დასკვნა - სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა თუ არა ადგილობრივი არჩევნები...

პოლიტიკოსი

1749671334

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ამათი პირდაპირი ინტერესია, რომ არჩევნები არ ჩატარდეს და არეულობა და ქაოსი იყოს. ბრიუსელში ამიტომ არის ჩასული რადიკალების ნაწილი, ეს უსამშობლოები, რომ ახალი ინსტრუქცია მიიღონ

იგივე სცენარია, რაც საპარლამენტო არჩევნებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას. მისი თქმით, თვითმმ...

ირაკლი ზარქუა

1749667127

საზოგადოება

დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს

 პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს. დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის...

დონალდ ტუსკ

1749664898

საზოგადოება

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 29 მედლით დაასრულა

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და სულ 29 მედალი მოიპოვა. ქართველმა მკლავჭიდე...

საქართველოს მკლავჭიდი