ნინო თანდილაშვილი: გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების საკითხების გათვალისწინება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ურბანული და წყლის მართვის სექტორის ხელმძღვანელს, დრაზენ კუცენს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყანას აქვს კლიმატის პოლიტიკისა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების მიმართულებით.
„საქართველო აქტიურად აგრძელებს რეფორმებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მობილიზება, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერება და საერთაშორისო მიდგომების დანერგვა. ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართულებით გრძელვადიანი და ქმედითი პოლიტიკის დაგეგმვა და რეალიზება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს AIIB-ის ექსპერტებთან, რათა შევიმუშაოთ პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც იქნება მოქმედების რეალური გზამკვლევი ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მხარეებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს გარემოს დაცვის სექტორში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების, ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პროექტების განვითარების საკითხებს.
„ამ ეტაპზე ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა: ენერგოეფექტურობის პროგრამები, სანაპირო ზოლის მდგრადობა, ჭკვიანი სოფლის მეურნეობა და მდგრადი ირიგაცია, ასევე, მიწისა და სატყეო რესურსების მართვა. ეს მიმართულებები წარმოადგენს საკვანძო სფეროებს კლიმატური პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთად განვსაზღვროთ, რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული სფეროები ჩვენს საერთო დღის წესრიგთან“, - განაცხადა დრაზენ კუცენმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
1753809425
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. ყურადღება გ...
1753807851
ახალი ამბებილუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრა...
1753806770
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს. მისი...
1753805201
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა მექნება კოლეგებთან შეხვედრის, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენე...
1753805154
საზოგადოებაგურამ გურამიშვილი: საქართველოში მეზღვაურის პროფესიის პოპულარობას საზღვაო სექტორში მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეუწყო ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების...