ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდან თითის ქნევას, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა ჰკითხა რესპონდენტს, რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის სარჩელზე მსჯელობამ და თეორიულად სარჩელის დაკმაყოფილებამ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

„ახლა იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ საკონსტიტუციო დონეზე აკრძალული პარტიები ევროპის შემთხვევაში ნორმაა, ჩვენს შემთხვევაში - კრიტიკული კომენტარების გაკეთების წინაპირობა. ევროპაში 100-ზე მეტი პარტიაა აკრძალული ზუსტად იმ პრინციპებით, რომლებზეც ჩვენ ვაპელირებთ. პრინციპი ერთია - ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდან თითის ქნევას, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს.

2012 წლის შემდეგ, 14 წელია ვითმენთ ამ პარტიების არსებობას და ირონიულად და ცინიკურად ამ პარტიებს ოპოზიციას ეძახიან მაშინ, როდესაც ამაზე უფრო მავნებლური და ანტიქართული დაჯგუფებები არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი ამაზე და გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი“, - აღნიშნა წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1793624012

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...

სადგურის მოედან

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი