კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყობას და ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობას.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წესებით მიმდინარეობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა. პირველი არის გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა და დასრულება 2030 წელს იგეგმება. მეორე არის ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროექტის დასრულება 2029 წელს არის დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამავე მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამივე პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი ევროა.
მისივე თქმით, ამჟამად მზადდება შესაბამისი ტექნიკური დავალებები დიზაინ-ბილდის შესყიდვის გამოსაცხადებლად, რომელთა მომზადებაც 2027 წლის თებერვლისთვის იგეგმება.
„ეს არის მასშტაბური და კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და საცხოვრებელი გარემო შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ეს მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ შევისწავლეთ ალტერნატივები, გვაქვს დამოუკიდებელი გერმანული კომპანიის მკაფიო დასკვნა, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტი და წინ გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები. ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ. ჩვენი მიზანია, თბილისს ჰქონდეს თანამედროვე, უსაფრთხო და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა, ხოლო მოსახლეობას - მაქსიმალურად დაცული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლილოს მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისტემატური შეხვედრები გრძელდება.
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...
1793619738
საზოგადოებაგეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...
1793619193
საზოგადოებაპრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...
1793618667
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება
„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...
1793618581
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა
„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპ...



























