გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა და სერიოზული ტრანში იქამდე არ მისცა, ვიდრე დონალდ ტუსკი არ აირჩიეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი იდეაა ტუსკის მხარდაჭერა.

„ბრიუსელი პოლონეთს ტრანშს ნაწილ-ნაწილ აძლევს. მათი იდეაა ტუსკის მხარდაჭერა. ტუსკის მხარდაჭერა ნიშნავს ზლოტის შეცვლას ევროთი. ეს ნიშნავს პოლონეთის ოქროს რეზერვების უდიდესი ნაწილის გადაცემას ევროპულ მმართველობაში, ევროპული ბანკის მმართველობაში.

ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თუნდაც საკონსტიტუციო ტრიბუნალს, რომელიც დღემდე აცხადებდა, რომ პოლონური კანონები, პოლონური ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელის ინტერესები. ეს არის შეჭიდების და დაპირისპირების მთავარი საკითხები.

რასაკვირველია, ტუსკი ის პიროვნებაა, ვისაც ბრიუსელი მხარს უჭერს და უნდა, ხელისუფლებაში მისი პოზიცია გაძლიერებული იყოს, რადგან პოლონეთი ევროკავშირის დაქვემდებარებაში სრულად გადავა. ეს დამალული არ არის. აქ არის გერმანიის რაღაც ინტერესებიც. არის ინტერესები გაზსადენებზე და ნავთობსადენებზე, რომლებიც პოლონეთის გავლით გერმანიისკენ მიემართება და დიდ თანხებზეა ლაპარაკი.

პოლონეთს ოქროს რეზერვები გააჩნია, დაახლოებით 330 ტონაზე მეტია და 75-80 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. გარკვეული თემებია, რომელიც მხოლოდ კანონს და კონსტიტუციას არ უკავშირდება, თუმცა აშკარაა, კონსტიტუციის გარკვეულ ნორმებზე მიდის კამათი.

ერთი ვიცით, რომ პრეზიდენტის თანდასწრებით უნდა დაიდოს ფიცი. ეს წერია. ისინი ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი. ერთი მხარე ასე ამბობს, მეორე - ისე. ჩვენ არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი

1793622877

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...

კახა კალაძე

1793620541

ახალი ამბები

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...

სადგურის მოედანზე ხანძარია

1793620384

საზოგადოება

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...

გეკა გელაძე

1793619738

საზოგადოება

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...

გეკა გელაძე