ნინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის „საგზაო რუკებზე“: ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია
„ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.
წილოსანის თქმით, უკრაინასა და მოლდოვას ყოველგვარი ვადების გარეშე აიმედებენ, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„არანაირი დაპირება გაწევრიანების ვადებზე. სამწუხაროდ, გზა, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა გადიან, ყველანაირი ვადების გარეშე წარმოებს. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ იგივე პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპულ კანონმდებლობასთან დაკავშირებას, ჩვენი მხრიდან უზადოდ იქნება გავლილი და საქართველო, როგორც ადრე, ახლაც კანდიდატებს შორის წამყვანი ქვეყანა იქნება, თუმცა ჩვენ ამჯერადაც არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1793179022
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...
1793177519
საზოგადოებაკახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან
ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1793175960
საზოგადოებაკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...
1793175412
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...
1793175074
ახალი ამბებიკახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...



























