რატი იონათამიშვილი: „საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს

„საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა სინამდვილეში ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.

მისივე თქმით, ეს პროცესი ადამიანებში ყალბი ემოციების გამოწვევაზეა ორიენტირებული.

„მსგავსი ბატონყმური დამოკიდებულება არის სწორედ ის, რაც ანადგურებს და ძირს უთხრის ევროსტრუქტურების იმიჯს და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატები არც ევროპის და არც კანდიდატი ქვეყნების ინტერესებით არ მოქმედებენ, მოქმედებენ მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793177519

საზოგადოება

კახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან

ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...

კახა კალაძე

1793175960

საზოგადოება

კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა

„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...

კახა კალაძე

1793175412

ახალი ამბები

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...

კახა კალაძე

1793175074

ახალი ამბები

კახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა

„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...

კახა კალაძე

1793174168

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გიგაურის განცხადებაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით

„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი „ენჯეოების“ სახით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „საე...

 დავით მათიკაშვილი