საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა. აღინიშნა 2015 წელს დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ათიათასობით ადამიანმა უფასო მკურნალობა მიიღო, ხოლო შესაბამისი სერვისები ზიანის შემცირების ცენტრებთან ინტეგრირდა.
მიხეილ ყაველაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო 2027 წელს თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პირველი გლობალური სამიტის ჩატარების ინიციატივაც, რომლის გამართვაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით განიხილება. ინიციატივის მიზანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნა, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი სპორტული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით დაიტვირთება, როგორც მათი ფსიქიკური და მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს მისიაა ჯანმრთელი, მორალურად მყარი და ეროვნული ცნობიერებით განმსჭვალული თაობების აღზრდა.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ კვაშნევსკისა და კომისიის წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
1793187738
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას
„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლ...
1793187406
ახალი ამბებინინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის „საგზაო რუკებზე“: ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია
„ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შ...
1793186149
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: „საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს
„საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა სინამდვილეში ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს, -...
1793184545
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ
ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს. ჩიხ...
1793180660
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ევროპაში დემოკრატიის დაცვად ცხადდება, საქართველოში კი - საფრთხედ
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი ზომა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიის დ...




























