Numbeo: საქართველო რეგიონში გამოირჩევა - საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქონლის ხორცი ყველაზე იაფია.

აღნიშნული მონაცემებით, 1 კილოგრამი საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.78 აშშ დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევა 103 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს და ამ რეიტინგში საქართველო 75-ე ადგილს იკავებს.

კვლევის თანახმად, რეგიონში ყველაზე ძვირი საქონლის ხორცი თურქეთში ფიქსირდება, სადაც 1 კილოგრამის საშუალო ფასი 20.01 დოლარს აღწევს, რითაც ქვეყანა მე-17 ადგილზეა. მას მოსდევს სომხეთი, რომელიც 52-ე პოზიციაზეა და ხორცის ფასი 12.28 აშშ დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი (65-ე ადგილი), სადაც ხორცის ფასი 10.90 აშშ დოლარია, ხოლო აზერბაიჯანი 70-ე პოზიციაზეა, სადაც ხორცის ფასი 10.53 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი კი სწორედ საქართველოში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიო ბაზრებზე ხორცის გაძვირების ტენდენციისა, საქართველო რეგიონში კვლავ ინარჩუნებს კონკურენტულ და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასს.

კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქტების მიმართულებით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ბაზრად მიიჩნევა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777965389

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს, - ინფორმაცი...

დაკავება, პოლიცია

1777964794

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

დაკავებადაკავება

1777964446

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101...

მიგრაციის დეპარტამენტი

1777963628

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრა...

სატყეო სამსახური

1777961961

მსოფლიო

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა. დრონებისა და რაკეტების სამიზნეში მოექცა ფუჯაირას პორტში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თავდასხმაზე...

რაბთა გაერთიანებულ საამიროებ