ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება-დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს.

"ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის  

🔵"ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. სამკურნალოდ უკრაინაში გავუშვათ" - ეკა ბესელია  

🔵პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747039313

საზოგადოება

ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა

 ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. როგორც „ინფო იმერეთი“ იტყობინება, არასრულწლოვანი გოგო მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. შემთხვევა შერვაში...

შსს

1747036966

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე სამადაშვილის განცხადებაზე: 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა, იგივე ხდება 2024-ზეც

 სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1747034939

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელიც კანფეტის ქაღალდებში დაფასოებულ ნარკოტიკს სარეალიზაციოდ ლოკაციებზე ათავსებდა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდ...

დაკავება

1747034858

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს. „12 მაის...

სურსათის სააგენტო

1747034712

საზოგადოება

ბადრა გუნბა: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებით

 „საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,“ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.  „ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ...

ბადრა გუნბა