სურსათის ეროვნული სააგენტო: 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.

„12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა
#მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის თემაა: ჯანსაღი მცენარე - ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი.

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებასა და საარსებო წყაროებზე. მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, მათი გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება, რადგან აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სიჯანსაღეს. მცენარეები სიცოცხლის წყაროა- ჩვენი საკვების 80 და ჟანგბადის 98 პროცენტს სწორედ მცენარეებისგან ვიღებთ. მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ყველა რგოლის ჩართულობა ჯანსაღის გარემოს შენარჩუნებაში“, -აღნიშნულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.

მცენარეთა სიჯანსაღის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ფერმერების ცნობიერების ამაღლება პესტიციდების სწორად და ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები.პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი. 2025 წელს შემოწმდა 231 ობიექტი; გამოვლენილი დარღვევების გამო, 23 ობიექტი დაჯარიმდა; სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება; მიმდინარე წელს უკვე გამოკვლეულია 113 ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში,გამოკვლეულ ნიმუშებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747041920

მსოფლიო

რომის პაპმა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უწოდა

 რომის პაპმა ლეო XIV-მ არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც მისი აზრით სერი...

რომის პაპი

1747041847

საზოგადოება

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართ...

ამინდი

1747039313

საზოგადოება

ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა

 ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. როგორც „ინფო იმერეთი“ იტყობინება, არასრულწლოვანი გოგო მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. შემთხვევა შერვაში...

შსს

1747036966

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე სამადაშვილის განცხადებაზე: 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა, იგივე ხდება 2024-ზეც

 სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1747034939

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელიც კანფეტის ქაღალდებში დაფასოებულ ნარკოტიკს სარეალიზაციოდ ლოკაციებზე ათავსებდა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდ...

დაკავება