ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო - აფხაზური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხელმძღვანელმა, ლევ კვიცინიამ განუცხადა.

„დაღუპული ხუთივე გოგოა. ნათესავებმა თქვეს, რომ ყველაზე უმცროსი გოგონა რვა თვის იყო, უფროსი კი 8 წლის“, - განაცხადა კვიცინიამ.

მისივე თქმით, უბედური შემთხვევის დროს მცირეწლოვნების მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

„გოგონების დედა საავადმყოფოში იყო, მამამ მოინახულა. ბავშვებთან ერთად ერთადერთი ზრდასრული ბებია იყო“, - აღნიშნა ლევ კვიცინიამ.

ამასთან, როგორც აფხაზური ტელეგრამ არხები წერენ, ბე­ბია გაზქურის დანთებას ნავთის და ბენზინის ნარევით ცდილობდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736180472

ახალი ამბები

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ...“ - შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ...

შემთხვევები

1736179536

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

 7–9 იანვარს ქ. თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებ...

ამინდი

1736174834

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8158 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ვალუტის კურსი

1736173079

ახალი ამბები

„არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა“ - გიორგი გამსახურდია

მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახა...

გიორგი გამსახურდია

1736168761

ახალი ამბები

ილია მეორე: გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით

„ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კა...

ააა