"ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ "კანონიერი ქურდების" უფლებებისთვის" - იაგო ხვიჩია

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემხვევაში "კანონიერი ქურდების" უფლებებს დაიცავს, რადან ფიქრობს, რომ ქურდული სამყაროს შესახებ კანონი ადამიანებს არა მათი ქმედების, არამედ რწმენისთვის სჯის. ამის შესახებ ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად  კანონპროექტის ინიცირებასაც აპირებს.

"იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება. ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს".- ამბობს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს და ამისთვის იბრძოლებს.

"მე, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის, თუმცა არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ. მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ არცერთ "კანონიერ ქურდს" არ ვიცნობ პირადად. არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ უსამართლობა დავაფიქსირო".- თქვა იაგო ხვიჩიამ. 

წყარო:ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ახალგაზრდა ქალმა 5 წლის შვილის განზრახ მკვლელობა აღიარა

🔵სისხლიანი გარჩევა ბათუმში - სროლის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი

🔵რა გელოდება დღეს? - 19 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786194442

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავლებ...

ზაალ ანჯაფარიძე

1786194138

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი

„საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარ...

 შალვა პაპუაშვილი

1786192310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო, ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინ...

შალვა პაპუაშვილი

1786189504

ახალი ამბები

სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა

„სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი...

სოზარ სუბარი

1786187858

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნებისა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და თქვა, რომ დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც გამოიწვია გმირებისა და სამოქალაქო...

სოზარ სუბარი